воскресенье, 9 марта 2014 г.

пятница, 7 февраля 2014 г.

Introducing the Leap Motion

ეს პლანშეტი ნამდვილად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას და გაგვიადვილებს საქმის კეთებას ისე რომ ჩვენ 

საყვარელ ANDROID- არ მოვწყდეთ. ეს ხომ ორ OS- იანი მოწყობილობაა.


უახლესი ტექნოლოგია


ანდროიდი
ბევრს ალბათ გაეხარდება ეს სიახლე მაგრამ, უფრო მეტს წარმოდგენა არ აქვს, რა არისანდროიდი, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ეს ტერმინი ძალიან ხშირად ესმის, ტექნიკაზე საუბრისას ან ტექნიკის რეალიზატორ მაღაზიებში.
ეს ტერმინი ძირითადად შეგხვდებათ მობილურ ტელეფონებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე (ტაბლეტებზე) საუბრისას. და მაინც რა არის ეს ანდროიდი? ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ დამწყებთათვის ამის ახსნა საკმაოდ რთულია და სიღმისეულ ახსნას მოითხოვს, მომიტევეთ ძალიან სიღრმეშიც ვერ წავალ და მარტივად ვიტყვი ანდროიდი არის ოპერაციული სისტემა, ისეთივე როგორიც არის კომპიუტერებზე Windows (ვინდოუსი), კომპიუტერისთვის არის კიდევ სხვა ოპერაციული სისტემები, მაგრამ იმედია ვინდოუსი ყველამ იცით და დაახლოებით ისიც იცით რას წარმოადგენს კომპიუტერისთვის (ნუ Apple-ის მოყვარულთათვის ვინდოუსის ნაცვლად ალბათ Mac OS-ის , მოყვანა ჯობდა მაგალითად მაგრამ არამგონია, ვაშლომანებმა Android-ზე სტატია წაიკითხონ).
თუ თქვენ დაახლოებით მაინც იცით რა არის ვინდოუსი კომპიუტერისათვის ადვილად მიხვდებით ანდროიდის მნიშვნელობას მობილურისათვის და ტაბლეტისათვის.
Android-based-Tablet-Smartphone-ihow.ge

Android-ის ესეთი დიდი წარმატება აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ “ინტერნეტ ღმერთს”-Google-ს, რადგან სწორედ მას შემდეგ გახდა პოპულარული ანდროიდი რაც იგი გუგლმა შეიძინა.
Android-ი დაფუძნებულია Linux-ის ბაზაზე (Linux-იც ისევე როგორც ვინდოუსი ოპერაციული სისტემაა), და გვთავაზობს ძალიან ბევრ ვიჯეტს და მილიონობით აპლიკაციას, რომელიც ძალიან მარტივატ ყენდება და ხელმისაწვდომია უფასოდ (არის ასევე ფასიანი აპლიკაციებიც, მაგრამ ძალიან იშვიათად ფასიანი დაგჭირდეთ, რადგან უფასო აპლიკაციების ძალიან დიდი არჩევანია) Google Play store-ის დახმარებით, რომელიც ყველა ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობას აქვს.
Android-ს იყენებენ ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: Samsung, LG, Sony, HTC, და ა.შ. ანდროიდი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სამსუნგის ტელეფონებსა და ტაბლეტებში. Android-ის სხვადასხვა ვერსიები არსებობს მისი თავდაპირველი ვერსია იყო 1.0, ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ Google ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებს სხვადასხვა საჭმელის/ტკბილეულის სახელებს არქმევს (გამონაკლისი იყო 1.0 ვერსია):